ჩვენს შესახებ

ჩვენი სასტუმროს შესახებ

სასტუმრო „მუხრანთუბანმა“ სტუმრებისთვის თავისი კარი 2021 წლის სექტემბერში გააღო.
პროექტის კონცეფცია აერთიანებს ორ არქიტექტურულ სტილს:

  • თანამედროვე ევროპული „შვედური ლაგომი“, რომელიც ავლენს ზომიერების და დაბალანსებული კომფორტის ფილოსოფიას
  • და კლასიკური ქართული სტილი, ჩამოყალიბებული აღმოსავლეთის და დასავლეთის ზეგავლენით, მაგრამ ძველთაძველი არქიტექტურის ორიგინალური ელემენტების შენარჩუნებით, რითაც შექმნილია თბილისის განუმეორებელი იერსახე.

სასტუმრო მდებარეობს ქალაქის ცენტრში, თავისუფლების მოედანთან ახლოს, ორი უძველესი ქართველი წმინდა პოეტის – შავთელისა და ჩახრუხაძის სახელობის ქუჩებს შორის. სასტუმრო ასახავს ძველი უბნის სახელწოდებას და გასაოცარ ისტორიას.

მუხრანთუბანი  არის თბილისის ოთხი უძველესი უბნიდან ერთ-ერთი, მეზობლად მდებარე ნარიყალას უძველესი ციხე-სიმაგრის შემდეგ, ალბათ, ყველაზე საინტერესო ისტორიით.

 

ძველად ეს იყო ძველი თბილისის ყველაზე კეთილმოწყობილი და კომფორტული უბანი, შემოსაზღვრული ქალაქის გალავნით რამდენიმე ქალაქის კარიბჭით, რომლიდანაც ერთ-ერთი სასტუმროს შემოსასვლელთან უშუალო სიახლოვეს მდებარეობს. მას ასევე „სამეფო უბანს“ უწოდებდნენ, ვინაიდან სამეფო გვარის წარმომადგენლები სწორედ აქ ცხოვრობდნენ.

 ჩვენი სასტუმროს სლოგანია: „იგრძენი ჩვენი ქალაქის ისტორიის გულისცემა“

ჯავშნის გაუქმება

Vestibulum a blandit ex, in tempor dolor. Phasellus dolor nisl, volutpat sit amet mollis hendrerit, pharetra eget ex ipsum et primis.

გადახდის მეთოდები

ბანკის ბარათი (Visa, Mastercard, American Express, Maestro, Diners Club), ნაღდი ანგარიშსწორება

საუკეთსო ლოკაცია

სასტუმრო მდებარეობს ქალაქის ცენტრში, თავისუფლების მოედანთან ახლოს

აქტივობები ახლოს

ადგილმდებარეობა: იოანე შავთელის ქუჩა 11

ანჩისხატი

VI საუკუნეში აშენებული მართლმადიდებლური ტაძარი, თბილისის დღემდე შემორჩენილი ნაგებობებიდან ყველაზე უძველესია. ტაძრის სახელწოდება ანჩის საკათედრო ეკლესიიდან ჩამოტანილ მაცხოვრის ხატს უკავშირდება, რომელიც თამარ მეფეს ეკუთვნოდა

მდებარეობა: დანიელ ჭონქაძის ქუჩა 22

ფუნიკულიორი

თბილისის ფუნიკულიორი - ამ ტიპის ერთ-ერთი უდიდესი და ულამაზესი ნაგებობაა მსოფლიოში, რომელიც 1905 წელს ბელგიელმა ინჟინერმა ალფონსო რობიმ დააპროექტა და ააშენა. ფუნიკულიორი ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ადგილია. იგი ადის მთაწმინდაზე, საიდანაც იშლება თბილისის საუკეთესო პანორამული ხედი.

ადგილმდებარეობა: ძველი თბილისი, მთაწმინდა.

ნარიყალას ციხესიმაგრე:

თბილისის ყველაზე უძველესი და ცნობილი ძეგლი, ქალაქის დაარსების სიმბოლო, მთაწმინდის წვერზე მდებარეობს და ძველი ქალაქის ნებისმიერი კუთხიდან ჩანს. მისი აუღებელი კედლები ქალაქის თავდაცვის შესანიშნავი მაგალითია. ნარიყალას ძველი სახელწოდებაა შურის-ციხე.
ადგილმდებარეობა: იოანე შავთელის ქუჩა 13

გაბრიაძის თეატრი:

რეზო გაბრიაძის თოჯინების თეატრი ერთ-ერთი ყველაზე განსაკუთრებული და ჯადოსნური ადგილია ქალაქში, უნიკალური და საინტერესო არქიტექტურით. თეატრის სახეა საათიანი კოშკი, რომელიც თავად რეზო გაბრიაძემ შექმნა. საათში ერთხელ მისი კარიდან გამოდის ანგელოზი და ზარზე პატარა ჩაქუჩის ჩამოკვრით აღნიშნავს ყოველ საათს, ხოლო 12:00 და 19:00 სთ-ზე კოშკზე იმართება სრულფასოვანი მინიატურული სპექტაკლი „სიცოცხლის ციკლი“, რომლის სანახავად იკრიფებიან როგორც ტურისტები, ასევე ადგილობრივი მაცხოვრებლებიც.
მდებარეობა: შოთა რუსთველის ქუჩა 25

ოპერისა და ბალეტის ნაციონალური თეატრი

თბილისის კულტურული ცხოვრების ცენტრი და აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთი უძველესი თეატრი, მისი ისტორია 167 წელს ითვლის. იტალიელი ჯოვანნი სკუდიერის მიერ მავრიტანულ სტილში შექმნილი არქიტექტურის შედევრი, რომელიც 1851 წელს გაიხსნა, საქართველოში იმ დროს მოგზაურმა ალექსანდრე დიუმამ ასე მოიხსენია თავის წიგნში „კავკასია“: „ყოყმანის გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ არასოდეს მინახავს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრზე უფრო დიდი და მიმზიდველი დარბაზი“.
ადგილმდებარეობა: ვეკუას ქუჩა 3

ბაზარი ორბელიანზე

სავაჭრო და საგამოფენო სივრცე თბილისის ისტორიული აგრარული ბაზრის ადგილზე. ორბელიანის ბაზარი აგრარული ბაზრისა და ფუდ-ჰოლის კოლაბორაციაა. კომპლექსის პირველ სართულზე განთავსებულია აგრარული ბაზარი, სადაც თავმოყრილია სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია საქართველოს ყველა კუთხიდან. მეორე სართულზე მდებარეობს 35 კვების ობიექტი, ქართული სამზარეულოს ვორქშოპები, კულინარიული სკოლა და ღვინის სადეგუსტაციო დარბაზი, ხოლო მესამეზე ღია ტერასაა თბილისის შესანიშნავი ხედებით. ორბელიანის ბაზარი, ისევე როგორც მსოფლიოში ცნობილი Eataly, Mercado, Time Out Market, Chelsea Market, წარმოადგენს ქალაქის კულტურულ და კულინარიულ სახეს.