ქართული სამზარეულოს რესტორანი ფიუჟენის სტილში, ევროპული კერძების მენიუთი, რომელიც მდებარეობს სასტუმროს იტალიურ ეზოში ინტერპრეტირებულ ვესტიბიულში, მოგცემთ საშუალებას დატკბეთ ჩვენი ქალაქის ხიბლით და თავი იგრძნოთ ნამდვილ თბილისელად, მაგრამ გაგიმასპინძლდებათ თქვენთვის ნაცნობი გემოს კერძებით. შუშის ჭერის თანამედროვე დიზაინის ატმოსფერო, კომფორტული ავეჯი, ცოცხალი მწვანე ღობე, ჭედური კიბე, ძველებური დეკორი და როიალი კუთხეში, საშუალებას მოგცემთ დიდი ხნით დაიმახსოვროთ საქართველოს ნათელი გემო თქვენს ღვინის ჭიქაში.
ქართული რესტორანი, მე-19 საუკუნის ელეგანტური სტილის ინტერიერით და ტრადიციული ქართული სამზარეულოთი, მოგცემთ შესაძლებლობას განიცადოთ ქართული კერძების კულინარიის საიდუმლოებების კოლორიტი. ცალკე გასასვლელი კი გაგიყვანთ იოანე შავთელის ქუჩაზე, სადაც მაშინვე ჩაიძირებით ძველი ქალაქის ლაბირინთებში.
ასე უწოდებენ ტრადიციულ ქართულ სარდაფს, სადაც ამზადებენ და ინახავენ ღვინოს.
საუკუნეების მანძილზე მარანს ჰქონდა როგორც ეკონომიკური, ასევე სასულიერო-სარიტუალო დანიშნულება. მაგალითად, მარანში ხშირად ქორწინების და ნათლობის რიტუალები ტარდებოდა. მარნის ძირითადი ელემენტებია მიწაში ჩაფლული ქვევრები – თიხის ჭურჭელი ღვინით და საწნახელი – ყურძნის დასაწური ხის დიდი ჭურჭელი. ჩვენს მარანში, რომელიც გათხრების დროს აღმოჩენილი დანგრეული ძველი შენობის ორიგინალური ღვინის მარანია, სომელიეს თანხლებით, გადაინაცვლებთ ალაზნის ველის უზარმაზარ ვენახებში, მესხეთში და მდინარე რიონის ნაპირებზე – ყველაზე საოცარი ადგილები, სადაც დაიბადა ქართული მეღვინეობის ათასწლოვანი ტრადიციები. ჩვენს კოლექციაში ასევე არის განსაკუთრებული ღვინოებიც, ჩამოტანილი საქართველოს ყველა კუთხიდან. ყოველივე ამის გაძლიერება შესაძლებელია ქართული ყველის, აპოსტის და ბოსტნეულის გემოვნური მახასიათებლებით. ქართული ღვინოები იმდენად უნიკალურია, რომ დააკმაყოფილებს ყველაზე დახვეწილ მცოდნეებსა და გურმანებს. ვინაიდან საქართველო ღვინის სამშობლოა.